ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისა და სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების მიერ არის შექმნილი, სასჯელისგან 4 მსჯავრდებული გათავისუფლდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულთა გათავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ასაკის გამო მოხდა.
გათავისუფლებულთაგან ოთხივე ქალია და მათი ასაკი 75, 67, 66 და 68 წელია. ყველა მათგანმა სასჯელის ნახევარი უკვე მოიხადა.