სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობისათვის სახსრების მოპოვების, ხარჯვის მიზნორბრიობისა და კანონიერების აუდიტის შედეგად, მშენებლობის დაწეყებისას ბევრი დარღვევები არის აღმოჩენილი. 24 გვერდიან ანგარიშში წერია, რომ თანხები პარლამენტის მშენებლობაზე არამიზნობრივად არის დახარჯული და ასევე აღნიშნული საკნონმდებლო ორგანო ქუთაისში ნებართვის გარეშე არის აშენებული.
„შემოწმდა ქუთაისში პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების მიზნობრიობა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისაობა. აღნიშნულის შედეგად გაირკვა, რომ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სასახლის მშენებლობა განხორციელებულია ნებართვის გარეშე. აქედან გამომდინარე ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სასახლის მშენებლობისას არ არის დაცული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის ნომერ 57-ე დადგენილებისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" მოთხოვნები.
ქუთაისში საქართველოს პარლამენტი მიეკუთვნება მეხუთე კლასის შენობას. წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობას, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის დაწყებისთვის ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხვედველობის სააგენტო.
აქედან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის სასახლის დაწყებულია და წარმოებდა შესაბამისი მიმართვის გარეშე რითაც არ შესრულდა დადგენილებით განსაზღვრული სტადიები", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც პარლამენტში დარგობრივი და ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის სახელზეა გამოგზავნილი.