თავდაცვის და შს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა და ადვოკატების მომსახურებაზე უარი განაცხადა. ბრალდებულმა მოსამართლე ტენდენციურობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესებზე სრულყოფილი დაცვის შესაძლებლობა არ ეძლევა.
ახალაიას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოსამართლის გადაწყვეტილება, როცა მან არ დააკმაყოფილა ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით.
მოსამართლემ ახალაიას პროტესტის შემდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მას სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
,,მოსამართლის უკანონო ქმედებები გახდა იმის წინაპირობა, რომ ბრალდებულმა განაცხადა, რომ სურდა პროცესი დაეტოვებინა და აღარ მიეღო მონაწილეობა იმ მასკარადში რაც აქ ხდებოდა", _განაცხადა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.