25 თებერვალს, 11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი ახალი მომსახურების პრეზენტაციას გამართავს.
მომსახურება ითვალისწინებს მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღებას ონლინე რეჟიმში, ვიდეოთვალის გამოყენებით.
პრეზენტაცია გაიმართება ვორონცოვის მოედანზე, წმ. ნიკოლოზის /ნ. ჩხეიძის # 2-ში.