დღეს გაიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გაერთიანებული ჯგუფის პირველი შეხვედრა. ამ შეხვედრაზე შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა შსს-ს დამნაშავეობასთან ბრძოლის სტრატეგიაზე, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კანონდარღვევათა პრევენციასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია შსს-ს ჩართულობა ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში, რომელიც ხორციელდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ფარგლებში. ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ყოვლისმომცველი, ინტეგრირებული და მოქნილი პროგრამის შექმნა და განხორციელება ხელს შეუწყობს დამნაშავეობის შემცირებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაზრდას.
მასალის გამოყენების პირობები