,,როსტომ სოსიაშვილის ბედი უნდა გადაწყდეს საკმაოდ მალე", -განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა რენტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილის განმარტებით, პროცესში ჩართულია როგორც შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველო, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისია
"შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს, სამწუხაროდ, ოსურ მხარესთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და გააჩნია პირადი კონტაქტები. პროცესში ასევე ჩართულია ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. სოსიაშვილის ბედი უნდა გადაწყდეს საკმაოდ მალე, დაახლოებით იმავე ვადებში, როგორც სხვა უკანონოდ დაკავებულებისა", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით როსტომ სოსიაშვილი გუშინ დააკავეს.