,,სამწუხაროდ, დღეს ვერ ხერხდება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ობიექტური და ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
,,ქვეყნის პრეზიდენტმა რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, რა თქმა უნდა, უნდა მოახერხოს საერთაშორისო თანამეგობრობაში ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც დაცული იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესები და როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ადეკვატურად იქნება მიწოდებული საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან", _განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.