შსს-ში საზღვრის დემარკაციის პროცესის პრეზენტაცია გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ბრიუსელში ფონდ „ღია საზოგადოებაში" გამართულ საჯარო შეხვედრაზე. მისი თქმით, მათ შესაძლებლობა მიეცემათ ერთი თვის განმავლობაში ჩაგვაბარონ ჩანაწერები, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან კანონის მიხედვით
„საზღვრის დემარკაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს, ის წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვაცნობეთ ქვეყანაში არსებულ ყველა საელჩოს და ევროკავშირს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორშაბათს ვგეგმავთ პრეზენტაციას, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს თუკონკრეტულად რა ადგილებში მიმდინარეობს დემარკაციის პროცესი", - განაცხადა შს მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საჯარო შეხვედრა-დისკუსია გამართა. შეხვედრის განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, პოლიციისა და იუსტიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე, მიგრაციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები. შეხვედრა გაიმართა ფონდში „ღია საზოგადოება", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დიპლომატიური კურპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა", საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი და სხვები.