განათლების კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ დეპუტატებს მაუწყებელში არსებული მდგომარეობა გააცნო. განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ელისო ჩაფიძის თქმით, გახელაძისგან იმ კითხვებზე პასუხი ვერ მოისმინეს, რომელიც საზოგადოებას წლებია აღნიშნული ტელევიზიიდან აინტერესებს.
„ჩვენ ვერ მოვისმინეთ თუ რა მიზეზით დაუგროვდა ტელევიზიას ვალები. რატომ მოხდა რუსულენოვანი ტელევიზია „პიკის" დახურვა. რა მიზეზით მოხდა ათობით ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ არ გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჟურნალისტური გამოძიება. გახელაძემ ასევე ვერ გაგვცა პასუხი, თუ რა მიზეზით არ გადიოდა საინფორმაციო გამოშვებებში რეგიონის ამბები, გარდა უბედური შემთხვევებისა" , - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
განათლების კომიტეტზე გახელაძის ანგარიში ამ წუთებში მიმდინარეობს.