,,პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოარქივი მომავალ კვირას განადგურდება", _განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას და აღნიშნა, რომ არსებული ვიდეოარქივი კარგი მაგალითია იმისთვის, თუ რა ფორმით მუშაობდა წინა მთავრობა და რა მეთოდებს იყენებდა ხალხისა და თანაგუნდელების წინააღმდეგ.
,,ჩვენ მოვილაპარაკეთ სახალხო დამცველის ოფისთან ერთად, რომ არქივი უნდა განადგურდეს. ამნისტიას ვთავაზობთ ყველას, ვისაც გააჩნია ამ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების ასლები. მათ შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ერთი თვის განმავლობაში ჩაგვაბარონ ჩანაწერები. წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან კანონის მიხედვით", _განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.