ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პარლამენტის წევრებისგან მოითხოვს, გაითვალისწინონ პრეზიდენტის ვეტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ხატიაშვილის თქმით აღნიშნული საკონონდმებლო ინიციატივით ისინი ფაქტობრივად უმოქმედონი რჩებიან.
„პრეზიდენტს თავად ვთხოვე უმრავლესობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებაზე ვეტო დაედო, ჩვენ ადვოკატები ფაქტობრივად მოსამართლეების წინაშე შიშველი ხელებით ვრჩებით. არ გვაქვს უფლება ჩხრეკის და ამოღების, რაც დაუშვებელია", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აღნიშნული ცვლილებები რამდენიმე კვირის წინ მიიღო.