ბიზნესმენი იოსებ მგელაძე ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში უჩივის. როგორც ჟურნალისტებთან მგელაძემ განაცხადა თამაზ ნიჟარაძის მიერ გაჟღერებული ბრალდებები არასერიოზულია.
,,დღეს გავაუქმე ჩემი ყველა დაგეგმილი შეხვედრა საზღვარგარეთ იმ მიზნით, რომ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და დავიცვა ჩემი საქმიანი რეპუტაცია და ღირსება. Dდღესვე ვამზადებ სარჩელს თამაზ ნიჟარაძის წინააღმდეგ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის გამო" _განაცხადა ჟურნალისტებთან მგელაძემ, რომელიც ნიჟარაძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და შესაბამის კომპენსაციის გადახდას ითხოვს.
,,რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა ნუკრი ნიჟარაძე, თამაზ ნიჟარაძის ძმა და მისი თხოვნით შევხვდით ერთმანეთს სასტუმრო "რედაისონში". აღნიშნულ შეხვედრაზე აშკარად პროვოკაციულად გაჟღერდა აზრი, თითქოს მე მათ ვემუქრებოდი. მე პირდაპირ ვუპასუხე, რომ ეს იყო პროვოკაცია ჩემი საუბრის ჩაწერის მიზნით. მიუხედავად მისი მცდელობის, რომ ჩემი მხრიდან მუქარა გაჟღერებულიყო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავს მუქარას ადგილი არ ჰქონია. ამ შეხვედრით უკმაყოფილო თამაზ ნიჟარაძე მეორე დღესვე დამიკავშირდა ტელეფონის მეშვეობით და ცდილობდა ჩემს პროვოცირებას მუქარის მიღების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვ ჩატარდეს სრული, მიუკერძოებელი და სამართლიანი გამოძიება, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ყოველი ზარი, რომელიც ჩვენს შორის არის განხორციელებული ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სასტუმრო "რადისონის" სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული იქნას ვიდეო ჩანაწერები, ხოლო საქმის გამოძიებისას მიღებული ნებისმიერი აუდიო ან/და ვიდეო მასალა გამოკვლეული და გამოქვეყნებული იქნეს მონტაჟისა და ცვლილებების გარეშე, უწყვეტი სახით", - აღნიშნა იოსებ მგელაძემ.
შეგახსენებთ, რომ თამაზ ნიჟარაძის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით მიის დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლის ავტომანქანის აფეთქება თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს უკავშირდება.
,,2010 წელს დავით კეზერაშვილმა იძულებით წესით ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძისგან მიითვისა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონება. Aახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ნიჟარაძემ სამართლებრივი გზით დაიწყო ბრძოლა ქონების დაბრუნებისთვის, რის შემდეგ სასამართლომ დააყადაღა კეზერაშვილის სარგებლობაში, ბიზნესმენ იაკობაშვილის და სხვა ბიზნესმენების სახელზე გადაფორმებული ქონება. რის შემდეგ 18 მაისს დაუკავშირდა კეზერაშვილის მეგობარი იოსებ მგელაძე თამაზ ნიჟარაძეს და გადმოსცა დანაბარები, თუ ნიჟარაძე თავს არ დაანებებდა სამართლებრივი გზით ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლას ფიზიკურად გაუსწორდებოდა როგორც მას, ასევე მის ოჯახს", -განაცხადა ჟურნალისტებთან ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.