პარლამენტში იმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის თქმით, ვინ იქნება მათი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოქტომბერში ეს ჯერ პარტიაში არ გადაუწყვეტიათ. როგორც ბობოხიძე „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისა და ოპონენტების მხრიდან პარტიის მრავალ წევრზე არის საუბარი, ჯერ მათ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
„ჩვენს ოპონენტებს და საზოგადოებას აინტერესებს ვინ იქნება ჩვენი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი. ნაწილი მერაბიშვილის ამბობს, ნაწილი ჭიაბერაშვილს, ზოგი კიდე ბარამიძე. სიმართლე გითხრათ, ჯერ-ჯერობით პარტიას არ უმსჯელია თუ ვინ იქნება პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი. ნაიცონალური მოძრაობას საბედნიეროდ ჰყავს ბევრი ისეთი ლიდერი, რომელსაც თავისუფლთად შეუძლია მართოს ქვეყანა", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ცნობისთვის, ამ დრომდე რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატები დაასახელა. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" გიორგი მარგველაშვილი, სახალხო კრებამ ნინო ბურჯანაძე, ლეიბორისტულმა პარტიამ შალვა ნათელაშვილი წარადგინა. ასევე პრეზიდენტობის კანდიდატად თავი ნესტან კირთაძემაც დაასახელა.