აშშ-ის პროკურატურამ ელექტრონული გადახდის სისტემის Liberty Reserve-ის ხელმძღვანელობას ფულის გათეთრებაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა.
გავრცელებული ინფორმაცით, 2006 წელს კოსტა-რიკაში რეგისტრირებული გადახდის სისტემის მეშვეობით 6 მილიარდი აშშ დოლარის გათეთრება მოხდა.
აშშ-ის პროკურატურის ინფორმაცით, Liberty Reserve-ის მეშვეობით ხდებოდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ბავშვთა პორნოგრაფიასა და პირადი მონაცემების ქურდობასთან დაკავშირებული შავი ფულის გათეთრება.
გადახდის სისტემის საქმიანობა ამ დროისთვის შეჩერებულია.
პროკურატურამ Liberty Reserve-ის საქმიანობის გამოძიებას ინტერნეტის მეშვეობით ფულის გათეთრების წინააღმდეგ ჩატარებული უმსხვილესი ოპერაცია უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები