შინაგან საქმეთა სამინისტროში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ.
ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზოლში რუსი მესაზღვრეების მიერ ბოლო
პერიოდში მავთულხლართების გახშირებული ინსტალაციის პროცესთან დაკავშირებით
შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელობასთან
ერთად საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი
და მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ, განხილულ იქნა
ოკუპაციის ზოლში შექმნილი ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა
27 მაისს გორის რაიონის სოფელ დიცში განვითარებულ მოვლენებზე.