შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, გამოავლინეს და სამსახურებრივი გულგრილობისა და
თაღლითობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: 1963
წელს დაბადებულ ელდარ გ-ს, 1959 წელს დაბადებულ დალი კ-სა და 1981 წელს
დაბადებულ ფირანი რ-ს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ერთმა წევრმა არაჯეროვნად შეასრულა მათზე დაკისრებული მოვალეობა: ელდარ გ-მ და დალი კ-მ, გადამოწმების გარეშე ხელი მოაწერეს ჯგუფის მეორე წევრის - ფირანი რ-ს მიერ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ 2012 წლის 17 დეკემბერს თაღლითურად
შედგენილ აქტს.ელდარ გ-ს და დალი კ-ს მიმართ გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის
1-ლი ნაწილით), ხოლო ფირანი რ-ს მიმართ გამოძიება თაღლითობის ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით).