საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მოსმართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა თამაზ თამაზაშვილის სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებების გაყალბებაში ბრალდებული ექვსი პოლიციელისთვის პატიმრობის შეფარდებას თაობაზე და ექვს ყოფილ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 ივლისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 11 ოქტომბერს, გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ყოფილი სამართალდამცველები დააკავა .პოლიციელების დაკავების შესხეგ განცხადება მტავარ პროკურატურაში გაკეთდა."მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები არიან: შსს-ის ყოფილი თანამშრომლები: გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა ჭაია, გრიგოლ კვინიკაძე, ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი გრავჩენკო. გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი", - განაცხადა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ. დაკავებული პირების დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა პირებმა თავარ პროკურატურასთან პრესკონფერენცია გამართეს და უწყება მათზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.
ამაჟამად დაკავებული პოლიციელები ამტკიცებენ, რომ პროკურატურის გამომძიებლებმა მათ რომ თამაზ თამაზაშვილის პოლიტიკური მოტივით დაკავებს თავიანთ თავზე აღება მოსთხოვეს.