„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავი ლიგის" წევრები, ყოფილ პოლიციელებთან და პროკურორებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მოსამართლეებს ხელისუფლების მხრიდან მართულებს უწოდებენ.
„ვანო მერაბიშვილი არის ხელისუფლების პოლიტპატიმარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი ზეწოლის ქვეშ მიიღო გადაწყვეტილება და მას ბრალი წაუყენა. ეს არის შერჩევითი სამართალი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ" განაცხადა სამართალდამცავი ლიგის წევრმა ირაკლი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია, სხვადასხვა ქალაქის პროკურატურასთან ერთრდოულად იმართება.