უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან დეკანაძე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. დეკანაძეს კრიმინალურ სამყაროში "ბაჭიას" ზედმეტსახელად იცნობენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, დადგენილია, რომ "კანონიერი ქურდი" უკრაინაში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში "სტამბული-ოდესას" რეისით ჩავიდა და ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდა.
სახელმწიფო მიგრაციულმა სამსახურმა მიიღო გადაწვეტილება "ბაჭიას" ჩამოსვლის ქვეყანაში იძულებითი დაბრუნების შესახებ და "ოდესა-სტამბულის" რეისით გააძევა. მას ასვეე აეკრძალა უკრაინაში ჩასვლა 3 წლის განმავლობაში.