სოჭში ეროვნებით აფხაზი ე.წ. კანონიერი ქურდი ალხაზ აგრბა დააკავეს. კრიმინალურ სამყაროში 41 წლის კრიმინალს "ალხაზ გუდაუტსკის" ზედმეტსახელად იცნობენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
პირადი ჩხრეკისას, სოჭელმა სამართალდამცავებმა მას ტრადიციულად რამდენიმე გრამი ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ ჰეროინი აღმოუჩინეს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, აგრბა ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვისათვის ხუთჯერ არის ნასამართლები.