გურჯაანში 34 წლის მამაკაცი ცივი იარაღით გვიან ღამით მოკლეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ამ დრომდე უცნობია გარადაცვლილის ვინაობა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ჯერჯერობით მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.