,,საქართველოს ბანკის" თამარ მეფის გამზირზე მდებარე სერვისცენტრი გვიან ღამით დააყაჩაღეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბანკში ერთი ნიღბიანი პირი შეიჭრა. ჯერჯერობით უცნობია გატანილი თანხის რაოდენობა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
,,წინასწარი მონაცემებით თავდასხმაში მონაწილეობდა ერთი ადამიანი ნიღბით, შეიარაღებული. თავდასხმის დროს Aარვინ დაშავებულა. რაც შეეხება თანხის წაღება, არ წაღების საკითხს ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ.