იცვლება სახეები ვისთანაც ერთად საქართველოს პატრიარქი აფხაზეთში ჩამოსვლას აპირებს, მაგრამ რეალობაში არ იცვლება ერთადერთი - ის, რომ ამგვარი ვიზიტი აბსოლუტურად შეუძლებელია. ეს განცხადება აფხაზეთში გამომავალი გაზეთის "ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორმა ინალ ხაშიგმა "ეხო კავკაზთან" საუბარში გააკეთა.
"ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რომელიც ქართულ-აფხაზური ომის დასრულების შემდეგ გავიდა, ყოველ წელს ორ-სამჯერ აუცილებლად ისმის ილია მეორის განცხადება იმის შესახებ, რომ ის აფხაზეთში ჩამოვა, მაგრამ აქამდე ის აქ არავის უნახავს.
ვფიქრობ, მას თავადაც მაინცდამაინც არ სჯერა აფხაზეთში ამგვარი ვიზიტის განხორციელების რეალობა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვა და სხვა ვარიანტები იყო გამოყენებული: ხან მარტო აპირებდა ჩამოსვლას, ხან ალექსი მეორის თანხლებით, ხანაც კირილთან ერთად, ახლა აი ბართლომეოსი გამოჩნდა. იცვლება სახეები ვისთანაც ერთად ის ჩამოსვლას აპირებს, მაგრამ რეალობაში არ იცვლება ერთადერთი - ის, რომ ამგვარი ჩამოსვლა აბსოლუტურად შეუძლებელია",_ აცხადებს ხაშიგი.