საზღვრების გადმოწევასთან დაკავშირებით ჩიხში ვართ შესული და გარღვევაა საჭირო - ამის შესახებ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
"სამწუხაროდ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმისთვის დამახასიათებელი აქტივობები. მე ხვალ დილას მივდივარ გორში არასამთავრობოებთან ერთად და ვაპირებ ადგილზე გავეცნო ამ საკითხს. ეს არის თემები რომლის ირგვლივაც 30 და 31- ში პარლამენტში იყოს სხდომა. ვფიქრობ რომ განცხასდებები საქმეს აქ არ უშველის აქცენტები უნდა გადავიდეს დიპლომატიურ და პოლიტიკურ მუშაობაზე. ამ ეტაპზე ძნელია ილაპარაკო წარმატებაზე. სიტუაცია ძნელია, ჩიხში ვართ შესულები და გარღვევაა საჭირო", - აცხადებს ვოლსკი.
რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებთან, დიცთან და დვანთან ე.წ. საზღვარი დღეს გადმოწიეს.