ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო 31 მაისს ღონისძიებას სახელწოდებით ,,ღია კარის დღე-ვეცნობით ევროპას" ჩაატარებს. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა ღონისძიების ფარგებში თბილისის საჯარო სკოლების მე-6-დან მე-8 კლასამდე წარჩინებული 70-მდე მოსწავლეს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ 20 მოსწავლეს, შესაძლებლობა მიცემა ეწვიოს თბილისში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.
,,მოსწავლეებს გადაეცემათ სიმბოლური პასპორტები, სადაც საელჩო შტამპით დააფიქსირებს შესაბამის ქვეყანაში მათი ყოფნის ფაქტს. მოსწავლეები ასევე ეწვევიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას", _განაცხადა ბერუჩაშვილმა და აღნიშნა, რომ ტურის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მოსწავლეებს სამინისტროში მიიღებს და ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელ სიგელებს გადასცემს.
ბერუჩაშვილის განმარტებით, ღონისძიება 31 მაისს 10:00 საათიდან საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1-ელ ივნისს აღინიშნება.