,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს ადვოკატი მოინახულებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს კარგად გრძნობს და საკანში მარტო იმყოფება.
მისივე განმარტებით ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტენ რა ფორმით გააგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას.
,,სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება, მაგრამ არსებობს სხვა სამართლებრივი მექანიზმებიც. რა ფორმით ვიმოქმედებთ, ამას ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვეტთ", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები