10 ქართველი მეზღვაური - პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟი ალჟირში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 27 მაისს, უნდა გამოიტანოს. ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ეკიპაჟს ბორტის დატოვების უფლება მხარეთა შორის დავის დასრულებამდე შუძლია.
რამდენიმე დღის წინ ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ინგილსში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ქართველი მეზღვაურების უფლებების დაცვოის დაპირებები მიიღეს. მათ ასევე გაარკვიეს ის, რომ მეზღვაურთათვის განკუთვნილი ხელფასის ნაწილი გემის მფლობელმა უკვე გადაიხადა. დარჩენილ ნაწილს კი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გადაიხდის.