აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსადრე ანქვაბი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს აფხაზი ეპისკოპოსის ხელდასხმას სთხოვს.
მეორე რუსულ-აფხაზურ ჰუმანირატულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს მიმართა და აფხაზი ეპისკოპოსის ხელდასხმა სთხოვა.
მისი თქმით, ამგვარი აუცილებლობა ამ საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო დადგა. ანქვაბი მიიჩნებს, რომ აფხაზური ეპარქია რუსეთის ეკლესიის მფარველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს და არა კონსტანტინოპოლის ეკლესიის.
"მსოფლიო პატრიარქისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, კონსტანტინოპოლი მაინც ძალია შორსაა ჩვენგან მრავალი საზომით. იმის გათვალისწინებით, რომ მორწმუნეთა სულიერი საზრდოს გარეშე დატოვება არ შეიძლება და ვითვალისწინებთ ასევე აფხაზი და რუსი ხალხის ისტორიულ კავშირს, მიმაჩნია, რომ ეს მაღალი მისია მოსკოვის პატრიარქატმა უნდა იკისროს", _ განაცხადა ანქვაბმა.