მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 11 ოქტომბერს, გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ყოფილი სამართალდამცველები დააკავა .
პოლიციელების დაკავების შესხეგ განცხადება მტავარ პროკურატურაში გაკეთდა.
"მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები არიან: შსს-ის ყოფილი თანამშრომლები: გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა ჭაია, გრიგოლ კვინიკაძე, ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი გრავჩენკო. გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი", - განაცხადა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.
დაკავებული პირების დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა პირებმა თავარ პროკურატურასთან პრესკონფერენცია გამართეს და უწყება მათზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.
ამაჟამად დაკავებული პოლიციელები ამტკიცებენ, რომ პროკურატურის გამომძიებლებმა მათ რომ თამაზ თამაზაშვილის პოლიტიკური მოტივით დაკავებს თავიანთ თავზე აღება მოსთხოვეს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თამაზაშვილი სასჯელს 2011 წლის 11 ოქტომბრიდან იხდიდა.
მხარეებს შორის საპროცედურო შეთანხმების შემდეგ თამაზაშვილს სასჯელის სახით ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ეს ვადა კი თამაზაშვილს მოხდილი ქონდა და იგი 2012 წლის 10 ოქტომბერს საპატიმროდან გათავისუფლდა.