შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 
დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული, წარსულში 
ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დავით ჩ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „სუბუტექსი"-ს აბის  
ნატეხი, ხოლო მისი ავტოფარეხის ჩხრეკისას 46 აბი ამოიღეს. დაკავებულის 
ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია „სუბუტექსი"-ს აბის 2 ნატეხი და საინექციოდ 
გამზადებული სამედიცინო შპრიცი, რომელშიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0003 გრ 
ნარკოტიკული საშუალება  „ბუპრენორფინი" აღმოჩნდა.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დავით ჩ-ს  ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების 
ფაქტი დაუდგინა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო 
შენახვა-შეძენა-მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 
ნაწილის „ა" ქვეპუნქტითა  და  273-ე მუხლით).
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები