ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში საქველმოქმედო აქცია მოეწყო. ქალაქ ფოთის ინფრასტრუქტურის და ადგილობრივი დეპუტატის, ეკა ბესელიას ბიუროს თანამშრომლებმა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა დემოკრატთა ასოციაციის" თანამშრომლებმა სისხლი უანგაროდ გაიღეს.
საავადმყოფოში შემოსული სისხლი სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით ყველა პაციენტს საჭიროებისამებრ მოხმარდება.
ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს ადმინისტრაციის განცხადებით, ღონისძიება, რომელშიც აქციის მონაწილეები ჩაერთვნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის.
აქციაში მონაწილეები მოხარულები არიან, რომ მიეცათ საშუალება დაეხმარონ თუნდაც რამდენიმე პაციენტს და იმედს იტოვენებნ, რომ მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალშიც მოეწყობა.
სს „ჩემი ოჯახის კლინიკა" სისხლის უანგარო დონაციის აქციას ქსელის მასშტაბით მომავალშიც გააგრძელებს