ზესტაფონის აგრარული ბაზარი სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარში არსებული არაჰიგიენური მდგომარეობის გამო დახურა. გეგმიური ინსპექტირების შედეგად ბაზარში 15 კრიტიკული შემთხვევა გამოვლინდა. რის გამოც ბაზარი 1000 ლარით დაჯარიმდა. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა რომ ბაზრის გარე ტერიტორია გადაქცეულია ნაგავსაყრელად, ხოლო ბაზრის შენობა მღრღნელების, ქვეწარმავლებისა და ფრინველების თავშესაფრად არის ქცეული.
„სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ზესტაფონის ბაზარი ყველაზე არაჰიგიენური ბაზარია, რის გამოც მათ ბაზრის ადმინისტრაციას ბაზრის დახურვა მოსთხოვეს. სააგენტომ ბაზრის ხელმძღვანელობას რამდენიმე კვრიანი ვადა მისცა, რის შემდეგაც კვლავ მონიტორინგს განახორციელებენ და პირობების გაუმჯობესების შემდეგ ბაზარს კვლავ მუშაობის უფლება მიეცემა" განაცხადა ზესტაფონის გამგებელმა ნუგზარ ქამუშაძემ.
ცნობისათვის ზესტაფონის აგრარულ ბაზარში 1000-მდე ადგილობრივია დასაქმებული. მათი განცხადებით ისინი ადმინისტრაციას მოსთხოვენ ჰიგიენური პროცესების დაკმაყოფილებას, რათა მათ მუშაობის უფლება მიეცეთ.