ქუთაისის მერიის შენობაში, მერობის შესარჩევი კონკურსის ერთ-ერთ წევრსა და ქალაქის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს შორის დაპირსპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. რის განმუხტვასაც მერიაში არსებული დაცვის თანამშრომლები შეეცადნენ.
მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის უფროსის კახა ხვარეშიას თქმით, მერობის შესარჩევი კონკურსის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ხურციძე, ქალაქის ადგილობრივი თვითმართველობის შენობაში დადის და მერიის სამსახურის უფროსებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.
„ბოლო რამდენიმე დღეა აღნიშნული პიროვნება მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში დადის და აქ დასაქმებულებს ქართული ოცნების სახელით გვეუბნება, რომ სამსახურიდან გაგვათავისუფლებს. არ ვიცი მართლაც დაავალა თუ არა ქართულმა ოცნებამ ჩვენი სამსახურიდან გაშვება, თუმცა ვიცი რომ ხურციძე არის ადამიანი რომელსაც ოცნება აფინანსებს" განაცხადა კახა ხვარეშიამ.
საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ამ ბრალდებებს, მერობის შესარჩევი კომისიის წევრი ზურაბ ხურციძე უარყოფს და ამბობს, რომ ხვარეშიას ბრალდებები მისი მისამართით უსაფუძვლოა.