,,მერაბიშვილის დაკავება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს", _ განაცხადა ივანე მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლმაც ჟურნალისტებს ის არგუმენტები გააცნო, რის საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
,,მერაბიშვილის დაკავება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სრული ჩამონათვალი თუ რა შემთხვევაში უნდა იყოს პირი დაკავებული: თუ პირი ემალება გამოძიებას, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამ შემთხვევაში არცერთი მათგანი არ მოიძებნება ივანიშვილთან მიმართებაში და ანალოგიურ ზურაბ ჭიაბერაშვილთან მიმართებაში", _განაცხადა ჩივიაშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია სასამართლოს არგუმენტი, რომ მერაბიშვილის დაკავება მოხდა იმისთვის, რომ მას შეეძლო მოწმეებზე ზეწოლა განეხორციელებინა.
მისივე განცხადებით, მერაბიშვილისთვის და ჭიაბერაშვილისთვის კანონმდებლობის შესაბამისად ბრალი რიგით პროკურორს არ უნდა წარედგინა.
" ადამიანის დაკავებისთვის სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სრული ჩამონათვალი, თუ რა შემთხვევაში უნდა იყოს პირი დაკავებული. ასეთებია: როდესაც პირი ემალება გამოძიებას, არ თანამშრომლობს, არ ცხადდება ან ძებნილია. ამ შემთხვეებიდან ერთიც კი არ მოიძებნება ბატონ მერაბიშვილთან და ჭიაბერაშვილთან მიართებაში. ეს ბატონები ყოველთვის ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოებში. გამოძიება დაწყებულია გასული წლის დეკემბრის თვეში. ამ პერიოდში მათ 4 ჯერ მისცეს ჩვენება და ყველა დაძახებაზე გამოცხადდნენ და არასდროს გამხდარა საჭირო, რომ იძულებით მიეყვანათ საგამოძებო სამსახურებში. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით ვითხოვდით საქალაქო სასამართლოში, რომ არშეფარდებოდა, როგორც მერაბიშვილს, ასევე ჭიაბერაშვილს აღმკევთი ღონისძიება. ბრალდება მიუთითებს, რომ თურმე მერაბიშვილს აქვს საზოგადოებაზე ძალიან დიდი გავლენა. ცოტა გაგუგებარია, რა შუაშია ეს მოტივაცია იმისთვის, რომ ადამიანი იყოს დაკავებაში. მას წლების განმვლობაში ეკავა წამყვანი თამნამდებობები, ასევე ახლა უკავია პარტიის გენერალური მდივნის პოსტი და გასაგებია, რომ მას ექნება გარკვეული გავლენა საზოგადოების რაღაც ნაწილზე, მაგრამ ეს არ არის საფუძველი, რომ ადამიანი იყო დაკავებული. ასევე ჩვენ ვნახეთ ბრალდების მიერ აპელირება, რომ თაკო სალაყაია იმყოფებოდა საზღვარგარეთ, როცა მიმიდნარეობდა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება და თითქოს ეს შეადგენდა გარკვეულ საფრთხესაც, რომ ის მიემალებოდა გამოძიებას. მინდა ავღნიშნო, რომ როდესაც ამაზე აპელირებდა ბრალდება, მერაბიშვილის მეუღლე იჯდა თვითმფრინავში და მოფრინავდა საქართველოში. აქვე საინტერესოა, როდესაც ბრალდება მიუთითებს იმაზე, რომ ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იყო თანხა და თუ მას ჰქონდა თანხა ესე იგი მიიმალებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელვანი გარემოება, რომელიც მოგვყავს სააპელაციო საჩივარში, ეს გახლავთ არაუფლებამოსილი პირის მიერ სამართლებრივი დევნის დაწყება. კანონი პროკურატურის შესახებ მიუთითებს პირდაპირ, თუ რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს და ვინ უნდა დაიწყოს პირის მიმართ სამართლებრივი დევნა. "საქართველოს იუსტიციის მინისტრი ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოების მოსამართლეების, მთავრობის წევრების წინააღმდეგ". ჭიაბერაშვილი და მერაბიშვილი იყვნენ მთვრობს წევრები და მათ მიმართ მთავრობა აწესებს მაღალ სტანდარტს. ეს წესი იყო დარღვეული", - განაცხადა ადვოკატმა.