,,დავარწმუნე ელჩები, რომ დაპირისპირების განმეორების ალბათობა ძალიან დაბალია", -განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ.
"დავარწმუნე ელჩები, რომ დაპირისპირების განმეორების ალბათობა ძალიან დაბალია, რადგან ქართულ საზოგადოებას უმცირესობების მიმართ ტოლერანტობა არ ესწავლება. სექსუალური უმცირესობები სიახლეა, თუმცა აზრის გამოთქმის თავისუფლება ყველას უნდა ჰქონდეს. არ შეიძილება განმეორდეს ის, რაც 17 მაისს მოხდა. სამომავლოდ ხელისუფლება უკეთ მომზადებული იქნება, რადგან ეს იყო გაკვეთილი. ყველაფერი შესაძლოა, მშვიდად დასრულებულიყო, რომ არ არსებობდეს ეჭვი პროცესების ხელოვნურად მართვის შესახებ", -განაცხადა ივანიშვილმა.