ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაცვლილი პატიმარის 24 წლის მერაბ კორტავას, ოჯახის წევრებმა შესაძლოა პროკურატურაში ციხის ბადრაგის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანონ. ოჯახის წევრების თქმით, მერაბ კორტავა, მაშინ როცა ის რუსთავის საპრყორბილედან გეგუთის ნომერ 14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადმოყავდათ, ბადრაგმა სასიკვდილოდ სცემა და ქალა ტვინის დაზიანება მიაღებინა.
„მოვითხოვ, დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელმაც სასიკვდილოდ სცემა ჩემი შვილი. პროკურატურას უახლოეს დღეებში მივმაართავ გამოძიებულ იქნას თუ რა მოხდა რეალურად" განაცხადა გარდაცვლილი პატიმრის მამამ.
ცნობისთვის პატიმარი მერაბ კორტავა 20 მაისს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ქალა ტვინის მძიმე დაზიანებით მოათავსეს. სასჯელაღსრულების დაწესებულების ოფიციალური განცხადებით მას კონფლიქტი პატიმრებთან მოუვიდა რასაც ოჯახის წევრები გამორიცხავენ.