,,დარწმუნებული ვარ, სააპელაციო სასამართლოც კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ჟურნალისტებთან მთავარი პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა კახა წერეთელმა ვანო მერაბიშვილის ადვოკატების გადაწყვეტილების კომენტირებისას.
,,ეს არის დაცვის მხარის უფლება, კანონით გათვალისწინებული უფლება და ბუნებრივია ისინი ამ უფლებას გამოიყენებენ. Aამ შემთხვევაში გადამწყვეტია სასამართლოს პოზიცია. Pპირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ვნახეთ და დარწმუნებული ვარ სააპელაციო სასამართლოც კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს", -განაცხადა ჟურნალისტებთან კახა წერეთელმა, რომელიც ,,თბილისში მარიოტში" მიმდინარე ფარული თვალთვალისა და პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კონფერენციას ესწრება.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის ადვოკატები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღეს 15 :00 საათზე გაასაჩივრებენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვანო მერაბიშვიის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
,,ჩვენ გავასაჩივრებთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებას", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩივიაშვილმა.