წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანიდან საქართველოში ტრანზიტულად მოძრავი მერსედესის მარკის სამგზავრო ავტობუსი შემოვიდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებას თურქეთის მოქალაქე აქარ ს. მართავდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ეჭვის საფუძველზე ავტობუსის, მძღოლისა და მგზავრების დეტალური დათვალიერება განახორციელეს. შემოწმების შედეგად ავტობუსის სალონში, მგზავრებისათვის განკუთვნილი წინა კარის მარცხენა მხარეს, სათავსოში, სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Contramal 150 sr (საერთაშორისო დასახელება Tramadol HCI 150mg.) 40 აბი, ხოლო საბარგულში ეკონომიკური დანიშნულების არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ კარის საკეტი 214ც. აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის უწყებებს გადაეცათ.