საზარელი მკვლელობა მოხდა რუსთავში. ახმეტელის ქუჩაზე, ერთ-ერთმა პირმა მშობლები ცივი იარაღით დახოცა. ცხედრები ოჯახის ნათესავმა იპოვა და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მეზობლები ეჭვმიტანილს დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ ოჯახის წევრებს კონფლიქტი არ ჰქონიათ. ამ დრომდე უცნობია რა გახდა ასეთი საზარელი მკვლელობის საფუძველი.