სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. „თელასის" ინფორმაციით, 24 მაისს 11-დან 17 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. 11-დან 13 საათამდე - ნავთლუღის II დასახლების IV ქუჩის მაცხოვრებლებს.
11-დან 16 საათამდე - დიდუბის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 11-დან 16 საათამდე - გლდანის რაიონის ნაწილს - მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
10-დან 16 საათამდე - მთაწმინდის რაიონის ნაწილს: ნაკაშიძის, ქიქოძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10-იდან 16 საათამდე - ჩუღურეთის რაიონის ნაწილს - მარჯანიშვილის, ნინოშვილის, აბაშიძის, კიკვიძის, ყირიმის, როსტოვის და ქინქლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10-დან 18 საათამდე - საბურთალოს რაიონის ნაწილს: პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.10-დან 17 საათამდე - ისნის რაიონის ნაწილ: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, შანდორ პეტეფის, დუშეთის, ხიდისთავის, ავლაბრის, ცუცქირიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე - ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის და ჯავახეთის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
10-დან 18 საათამდე - ნაძალადევის რაიონის ნაწილს: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, გუდამაყრის, ჩარგლის, გვაზაურის, ჟღენტის, ზედაუბნის, კოდალოს, ბახმაროს, კაჭრეთის და ენისელის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10-დან 17 საათამდე - ნაძალადევის რაიონის ნაწილს: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.