კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 ათასლარიანი გიროას გადახდის შემდეგ დატოვა. საპყრიბილედან გამოსული ჭიაბერაშვილის განცხადებით, პროკურატურის ბრალდებები უსაფუძვლოა და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და საქმეზე ძიება არ დასრულებულა, ღია პოლიტიკაში უფრო აქტიურად ჩაებმება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ ზურაბ ჭიაბერაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 20-ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.