,,სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც საჭიროდ ჩათვალა", _ განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის კომენტირებისას.
,,კარგად ხედავთ, რომ დღეს სასამართლოზე არა თუ რაიმე სახის ზეწოლა არ ხდება, არამედ ხელისუფლების მიმართ ძალიან ხშირ შემთხვევაში გუშინდელზე არ ვლაპარაკობ ზოგადად ოპონირების რეჟიმშიც კი არის რაც თავისთავად ნორმალური არ არის, რადგან ის აბსოლუტურად უნდა იყოს დამოუკიდებელი", _განაცხადა სოზარ სუბარმა.