ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებას კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი, დღის 12 საათზე დაოტვებს. ამის შესახებ ადვოკატმა „ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი გელხაურმა განუცხადა. მისი თქმით, ოჯახმა თახნა უკვე გადაიხადა და თანხის შეტანის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი.
„ქვითრის პროკურატურაში წარგენის შემდეგ, საოლქო პროკურატურა მოგვცემს სპეციალურ მიმართვას, რომელსაც შემდეგ # 2 სასჯელაღსრულების ადმინისტრაციაში წარმოვადგენთ. ამ პროცედურების გავლის შემდეგ კი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი საპყრობილეს დატოვებს", - განაცხადა გიორგი გელხაურმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ ზურაბ ჭიაბერაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 20-ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.