თუ თავისუფლების გზა გადის ციხეზე, დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა, ზეგ შეიძლება მეც ვიყო, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც თბილისში ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან, თაკო სალაყაიასთან ერთად წუხელ დაბრუნდა.
"ყველანი ჩამოვლენ, ვინც საჭიროა, არავინ გაქცევას არ აპირებს. თუ თავისუფლების გზა გადის ციხეზე, დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა, ზეგ შეიძლება მეც ვიყო, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ბევრად უფრო მეტი გამოწვევისთვის გაგვიძლია და შესაბამისად, ციხე იმასთან შედარებით აბსოლუტურად არაფერი არ არის", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 ათასი ლარი გირაო, ხოლო ივანე მერაბიშვილს კი პატიმრობა შეუფარდა.