ის გარემო რა გარემოშიც სასამართლოს მოუწია გადაწყვეტილების გამოტანა, იყო არანორმალური. მის შესახებ ქუთაისში ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლოს დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენბტის წევრმა დავით საყყვარელიძემ განაცხადა.
საყვარელიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა სწორედ გარემოემ მოახდინა.
"მე ვიტყოდი, რომ ამან მოახდინა მეტწილად სასამართლო გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა. ყველამ ნახა, რომ მობილიზებული იყო ნანა კაკაბაძის საძმოს თუ სადოს, რაც გნებავთ ის დაარქვით, ე.წ. პოლიტპატიმრების თუ კრიმინალების არმია, რომელიც სკანდირებდა სასამართლოსთან მთელი დღის განმავლობაში. ნაპოვნი იყო ადგილზე შამფურის ზომის ე.წ. შტირები, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებსა და ციხეებში გამოიყენება ძირითადად. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიური ზეწეოლა მიმდინარეობს ანტიკორპუფციული დეპარტამენტის მხრიდან სასამართლოზე, უშუალოდ ქუთაისის სასამართლოზე. თვითონ ბრალი რაც მოვისმინეთ ადასტურებს იმას, რომ სასამართლოს ამ ზეწოლის გათვალისწინებით სხვა გამოსავალი არ დარჩა, რა გადაწყვეტილებაც გამოიტანა იმის გარდა. ამაზეა სწორედ საუბარი. ქვეყანაში არ მიმდინარეობს ის პროცესი, რაც უნდა მიმდინარეობდეს", - განაცხადა აყვარელიძემ.