მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 15 ივლისს გაიმართება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით ახალბედაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და საქართველოს ექსპრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი პატმრობა შეუფარდა, ჯანდაცვის ექსმინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილის კი 20 ათასი ლარის გირაოს გადახდა.
ვანო მერბაშივილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატები მოსამართლეს აღმკვეთი ღონისძიების გარეშე პირდაპირ განთავისუფლებას მოითხოვდნენ, ხოლო პროკურატურა მათთვის ბრალის წაყენებას და ორ თვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.
ვანო მერაბიშვილს ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის კოდექსის 164.1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენას ედავება. ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ამომრჩევლის მოსყიდვას და გაფლანგვას.
მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.