თბილისში, ვერაზე აკაკი შანიძის 15 ნომერთან, 28 წლის ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. ინციდენტის დროს დაჭრილი 28 წლის გ. ნიჟარაძე ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
დაზარალებულს ბარძაყის არეში ცეცხლსასაროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. პაციენტი შოკურ მდგომარეობაშია და მას საოპერაციოდ ამზადებენ.
შემთხვევა შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზე სუპერმარკეტ "ბიგ-ბენის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.