შეწყალების კომისიამ 122 პატიმარს დადებითი რეკომენდაცია მისცა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა შეწყალებული პატიმრებიდან 9 ქალია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი.
"სულ დადებითი რეკომენდაცია 122 პატიმარს მივეცით, აქედან 102 მსჯავრდებულს მთლიანად მოეხსნა სასჯელი, 17 გაუნახევრდა, 3 პატიმარს რამდენიმე წელი მოეხსნა. Kკომისიამ 9 პატიმარ ქალს მისცა დადებითი რეკომენდაცია, აქედან 4 მათგანს მთლიანად მოხსნა სასჯელი, ხუთს კი გაუნახევრდა", _განაცხადა თევდორაძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში
შეგახსენებთ, რომ კომისიამ სულ 450 პატიმრის საქმე განიხილა. შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 26 მაისისთვის დატოვებენ.