საპარალანმეტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლო, სადაც ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილი პროცესი მიმდინარეობს პროტესტის ნიშნად დატოვა.
ბობოხიძის თქმით, სხდომათა დარბაზის დატოვების მიზეზი პროკურორის უსუსური ბრალდებები გახდა მათი თანაგუნდელების მისამართით.
,,ყველაზე დიდი სირცხვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობის ცხრაწლიან პერიოდში ყოფილა ის, რომ თანამდებობებზე დაგვინიშნია ისეთი უწიგნური და გაუნათლებელი პროკურორები როგორიც აღნიშნულ სასამართლოზეა ეს პროკურორი. ჩვენ მოვითხოვთ საპარალმენტო უმრავლესობისგან დადგეს დღის წესრიგში საკითხი პროკურორების პროფესიონალიზმის, რადგან ვფიქრობთ, რომ რეალობა დღევანდელ საქართველოში არის ის, რომ საქართველოში არიან უწიგნური პროკურორები", _განაცახდა ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.