სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყელსაბამი-2 ცალი, კულონი-2 ცალი, სამაჯური თვლებით -3 ცალი, სამეული თვლებით -1 ცალი, ბეჭედი თვლებით -8 ცალი, საყურე თვლებით -3 წყვილი და საყურე- 1 ცალი, საერთო წონით 153,9 გრამი, სომხეთის მოქალაქის ლუსაბერ მ.-ის შემოწმებისას აღმოაჩინეს. ლუსაბერ მ. 21 მაისს სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა.
საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ოქროს ნაკეთობები პოლიეთილენის პაკეტში მოათავსეს და დალუქეს. საქონელი ღირებულების დადგენის მიზნით, გეზი "აეროპორტის" ექსპერტიზის განყოფილებაში გაიგზავნა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლუსაბერ მ.-ის ბარგში აღმოჩენილი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ღირებულებამ 8140.44ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეს ჯარიმის სახით სანქცია 8140.40 ლარის ოდენობით შეეფარდა.